შპს “მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას Linux სისტემების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ახალი სერვერების ტექნიკური მახასიათებლების ჩამოყალიბება და დაგეგმვა;
Linux ოპერაციული სისტემების და მასზე მომუშავე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
ოპერაციულ სისტემასა და სერვისებთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზი, დიაგნოსტიკა და გადაწყვეტა;
არსებული სერვერების წარმადობის მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
სისტემების უსაფრთხოების, განახლებებისა და სარეზერვო ასლების მართვა;
ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება.
მოთხოვნები და უნარები:
სერვერული სისტემების არქიტექტურის ცოდნა;
კომპიუტერული ქსელის ინფრასტრუქტურის ცოდნა;
გამოცდილება სერვერების ადმინისტრირებაში;
ვირტუალიზაციის არქიტექტურის და მუშაობის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
შემდეგი სერვისების ადმინისტრირების გამოცდილება: DNS, DHCP, NTP, SNMP, AAA, Diameter, LDAP, Kerberos, Nginx/Apache, HAProxy, PostgreSQL/MySQL, NFS/Samba, Postfix, firewalld/nftables/iptables, SELinux, LVM, systemd, ასევე ავტომატიზაცია (Bash/Python/Ansible) და მონიტორინგი (Zabbix/Prometheus/Grafana);
ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი;
მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა;
კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
დროის სწორად განაწილებისა და ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი;
რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად, პრიორიტეტების სწორად გადანაწილებით მუშაობის უნარი;
ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება:
სკრიპტინგისა და ავტომატიზაციის გამოცდილება (Bash, Python, Ansible);
კონტეინერიზაციისა და ორკესტრაციის ცოდნა (Docker, Kubernetes);
შესაბამისი სერტიფიკატები (RHCSA, RHCE, LFCS).
სამუშაო პირობები:
მუშაობის მოქნილი გრაფიკი;
კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე
[email protected]. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - Unix/Linux სისტემის ადმინისტრატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
[email protected]ზე
📌 Linux სისტემის ადმინისტრატორი (Bengaluru)
🏢 MagtiCom-მაგთიკომი
📍 Bengaluru